USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
სუპერ ბოულში Kansas City Chiefs-ის გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა
Date:  

აშშ-ის მისურის შტატის კანზას-სიტიში, სუპერ ბოულში Kansas City Chiefs-ის გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.დაშავებულებს შორის 9 ბავშვია.

 ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით 3 ეჭვმიტანილი დააკავეს.

CBS News-ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ სროლა, სავარაუდოდ, კამათს მოჰყვა, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. წყაროს თქმით, მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მტკიცებულებების შეგროვება სროლის მოტივის დასადგენად.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way