აშშ-ის მისურის შტატის კანზას-სიტიში, სუპერ ბოულში Kansas City Chiefs-ის გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.დაშავებულებს შორის 9 ბავშვია.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით 3 ეჭვმიტანილი დააკავეს.
CBS News-ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ სროლა, სავარაუდოდ, კამათს მოჰყვა, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. წყაროს თქმით, მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მტკიცებულებების შეგროვება სროლის მოტივის დასადგენად.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.