USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
სულთმოფენობას გილოცავთ-სულიწმიდა ფარავდეს საქართველოს!
Date:  2483

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეთაც. დღეს მა-ცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა, გარდამოვიდა მოციქულებ-ზე და მორწმუნეებზე, „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდამყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათ-ლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი”…

როდესაც მოსე წინასწარმეტყველი ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუ-ძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს გამოუცხადა მათ ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. სწორედ ამ მოვლენას აღნიშნავდნენ ებრაელები იმ დროს, როდესაც სულიწმიდა გარდამოხდა ზეციდან და ცეცხლოვანი ენების სახით მოციქულებს თავებზე დაადგრა. არ არსებობს ღვთის განგე-ბულებაში არავითარი შემთხვევითობა… მოსემ ეგვიპტიდან გამოსვლ-ის ორმოცდამეათე დღეს გამოუცხადა შჯული ებრაელებს, ხოლო სუ-ლიწმიდა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს გარდამოვიდა მოციქუ-ლებზე… ასეთი სიმბოლური მსგავსება ამ მოვლენებისა ძველი სჯუ-ლის ახლით შეცვლის ნიშანი იყო, ასევე ნიშანი იყო იმისა, რომ „ერთი და იგივე არს ძველისა და ახლისა შჯულისა მომცემელი”…

ოდესღაც ენები, კაცთა მზაკვრული ზრახვების გამო გაიყო ბაბილ-ონის გოდოლის მშენებლობისას, დღეს კი სულიწმიდის მადლითა და წყალობით მოეცა ადამიანებს, რათა შეეწიოს მათ,… მაშინ განიბნია, რათა კაცს კაცისათვის არ მოესმინა, ახლა კი მოეცა, რათა ისმინონ უფლისა, გულისხმაყონ და ისწავლონ ერთმანეთისგანაც, რომ ჩვენთან არს ღმერთი, მაცხოვარი ყოვლისა სოფლისა… მოეცათ ენები მოცი-ქულებს, რათა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება მთელს ქვეყანაზე, და მას შემდეგ ყოველი მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა სულიწმიდის მადლით ქადაგებს და იღწვის… ყველა მართლმა-დიდებელ ეკლესიაში, სადაც შეურყვნელად არის დაცული ქრისტეს სარწმუნოება და მოძღვრება, სულიწმიდის მადლია დავანებული… და სულიწმიდა არის ჭეშმარიტი მოძღვარი, მასწავლებელი და მქადაგე-ბელი ეკლესიაში… სწორედ ამ ჭეშმარიტების დასამოწმებლადაც ამ-ბობს წმ. იოანე ოქროპირი ეკლესიის შესახებ: “ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ღმერთი არ არის მამა”… სულიწმიდა არის სული ღვთისა, თანასწორი მამისა და ძისა „რომელი ყოველგან არს და ყო-ველსავე აღავსებს„ მადლითა თვისითა, სულიწმიდაა, „ნათელი და ნათლის მომცემელი კაცთათვის, რომლისა მიერ მამა იცნობების და ძე იდიდების და ყოველთა მიერ საცნაურ იქმნების”, ვერავინ ვერსად დაემალება სულიწმიდას, ვერც კეთილისმოქმედი და ვერც ბოროტის-მოქმედი, არ არსებობს არცერთი ზრახვა გავლებული ადამიანის გულში, რომელსაც სულიწმიდა ვერ გაიგებს. ამიტომაც სულიწმიდა ნუგეშინისმცემელია კეთილთათვის და საშიშია ბოროტთათვის. შევ-თხოვოთ უფალს – სულიწმიდას, რომ მოგვმადლოს ნიჭები სიკეთისა, სიყვარულისა, სიმდაბლისა, სარწმუნოებისა, სიმშვიდისა, ლოცვისა, მარხვისა, მიტევებისა და მოთმინებისა… შევთხოვოთ სულიწმიდას საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, საქართველოში სიყვარულ-ისა და მშვიდობის დამკვიდრება… ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახ-აროთ.

დღეიდან უკვე ითქმება, დასაწყის ლოცვებში ყველა ჩვენთაგანისა-თვის საყვარელი ლოცვა ღვთისადმი, და მინდა მოგიწოდოთ ეხლა, რომ ვთქვათ ეს ლოცვა ერთად: მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცე-მელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოვე-ლსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭ-ებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვე-ნნი.

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რადგან ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

ამასთან, მომავალი კვირა, 8 ივნისიდან, მორწმუნეებისთვის მსგეფსია, რომლის დროსაც ხსნილია ყოვლითურთ.
15 ივნისიდან კი პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყება, რომელიც 12 ივლისს, დღესასწაულზე დასრულდება.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way