USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
Tbilisi
სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელდა
Date:  629
კახა კალაძემ ცინცაძის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელა.
დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს გამგებელ გიზო ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ცინცაძის ქუჩაზე არსებული სივრცეები მთლიანად მოწესრიგდა, გამოთავისუფლდა იმ შემოღობვებისაგან, რომლებიც ამახინჯებდა ტერიტორიას. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, შესაბამისი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ახლა ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა.
ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მსგავსი ტიპის პროექტებით შევიდეთ ყველა უბანში, ყველა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია იყოს ასეთივე მოწესრიგებული, როგორიც აქ, ცინცაძის ქუჩაზეა. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის მწვანე სივრცეების, რეკრეაციული არეალებისა და სკვერების მოწყობა-განახლება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საერთო ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 900-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 000 ლარია. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ განახორციელა.
თბილისის მერთან ერთად, დასრულებული პროექტები საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმაც დაათვალიერა.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way