USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Тбилиси
სულხან ცინცაძის №30-33-ში ავტოფარეხების ნაცვლად დასასვენებელი სივრცე ეწყობა
дата:  383
სულხან ცინცაძის №30-33-ში ავტოფარეხების ნაცვლად დასასვენებელი სივრცე ეწყობა
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე 10 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ამ ეტაპისთვის ამორტიზებული საქვაბის დემონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული ტერიტორია გაფართოვდება, რის შედეგადაც დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.
 
საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და პროექტი მოსახლეობასთან განიხილა.
 
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати