მსოფლიოს წამყვანმა კულინარიულმა პლატფორმა TasteAtlas-მა 2024 წლის TOP 100 ყველის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროდუქტთან ერთად სულგუნიც მოხვდა.
ქართულმა ყველმა რეიტინგში 52-ე ადგილი დაიკავა.
ამასთან, შებოლილი ყველის კატეგორიაში სულგუნი მე-3 ადგილს იკავებს.
TasteAtlas-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ რეიტინგი 1378 დასახელების ყველისგან, 36500-ზე მეტი მომხმარებლის შეფასებით შედგა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.