USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
სუდანში შეტაკებებს სულ მცირე 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა. ცეცხლი გაუხსნეს აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას
Date:  485

სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. გავრცელებული ცნობით, ხართუმში მთელი ღამის განმავლობაში საარტილერიო ცეცხლი იყო გახსნილი.

არეულობა ქვეყანაში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, სამი დღის წინ დაიწყო. გასამ, ხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა.

დაიბომბა ხართუმის აეროპორტი, საინჟინრო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებელში ჩარჩნენ და დახმარებას ითხოვენ.

დაპირისპირების მიზეზი ქვეყნის სამოქალაქო მმართველობასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა. ქვეყნის არმია და იქ მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბლინკენის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ამ დილით სუდანის არმიისა და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მეთაურებს და მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩს საკუთარ სახლში, სუდანის დედაქალ ხართუნში თავს დაესხნენ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way