USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
“სუბსიდირებას სექტორზე საკმაოდ უარყოფითი გავლენა აქვს" - მეღვინე
Date:  929

წყარო:https://bm.ge/

ელს რთველი საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდა. კახეთში მოსული სეტყვის შედეგად 6 ათას ჰექტარამდე ფართობი დაზიანდა, რის გამოც სახელმწიფოს დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფა დასჭირდა ფერმერების დასახმარებლად. წლევანდელი რთველი რთულია რაჭველი მევენახეებისთვისაც, რადგან როგორც ადგილობრივები ამბობენ, უხვნალექიანმა ზაფხულმა და სეტყვამ ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა გუშინ მედიასთან განაცხადა, რომ მთავრობა სუბსიდიის სახით 4 ლარს გადაიხდის იმ პირობით, თუ კომპანიები ფერმერებისგან 1 კილოგრამ ყურძენს 7 ლარად შეიძენენ. აღსანიშნავია, რომ რთველის სუბსიდირების პროგრამა რაჭაში გასულ წელსაც მსგავსი პირობებით განხორციელდა. სამინისტროს ინფორმაციით, რაჭაში უკვე გადამუშავებულია 300 ტონამდე ყურძენი. 

თუ როგორ მიმდინარეობს რთველი რაჭაში, მისაღებია თუ არა მევენახეებისთვის ის ფასი, რაც ბაზარზეა და უწყობს თუ არა დარგის განვითარებას ხელს სახელმწიფოს მიერ ამ სექტორის სუბსიდირება, ამის შესახებ “სარდანაშვილის მეღვინეობის”  დამფუძნებელმა ალეკო სარდანაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას ისაუბრა.

“ბოლო ორი დღეა რაჭაში უამინდობაა და ასეთ პირობებში მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება, რაც სტიქიის შემდეგ დარჩენილ ჩაბარებული ყურძნის ხარისხზე აუცილებლად აისახება. ამ ორი დღის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგი ღვინის დასამზადებლად ასეთ ამინდში ადამიანებს ყურძენი არ უნდა აკრეფინო. რაც შეეხება მოლოდინებს, 300 ტონა ყურძენი უკვე დაიკრიფა, სახელმწიფო 2000 ტონამდე ყურძენს ვარაუდობს, რაც წარმოუდგენელია, ვინაიდან ამ ორ დღეში ვენახების უმეტესობა დაკრეფილია. ჩემი ვარაუდით, მიმდინარე წელს 1000 ტონამდე ყურძენი მოვა”, - აღნიშნა ალეკო სარდანაშვილმა.

სუბსიდირებაზე საუბრისას, მეღვინეობის დამფუძნებელმა განმარტა, რომ სახელმწიფოს სუბსიდირებას ძალიან უარყოფითი გავლენა აქვს სექტორზე.

“სუბსიდირებას საკმაოდ უარყოფითი გავლენა აქვს სექტორზე, სუბსიდირებამ გამოიწვია ის, რომ საკმაოდ დიდ ფართობებზე შენდება ვენახები, მოიმატა მოსავალმა, თუმცა მოთხოვნა არ გაზრდილა,  რადგან სახელმწიფოს მეტი და მეტი თანხის გადახდა და სუბსიდირების განხორციელება უწევს. სუბსიდია საბოლოო ჯამში დარგისთვის დაკარგული ფულია, რადგან მეღვინეობის განვითარების მხრივ რაჭაში საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა და მეორე მხრივ საკმაოდ დიდ ფართობებზე შენდება ვენახები იმის იმედით, რომ სახელმწიფო ყოველთვის დაამატებს გარკვეულ თანხას და მევენახეები მოსავალს მისაღებ ფასად ჩააბარებენ, რაც აბსურდულია. წელსაც, მევენახეებისთვის შეთავაზებული ფასი მისაღები არ არის, რადგან რა თანხასაც ისინი ყურძნისთვის იღებენ, მინიმალური ფასია", - თქვა სარდანაშვილმა.

ამასთან, სარდანაშვილმა გადაცემაში სტუმრობისას განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უნდა მარკეტინგსა და რეგიონის სექტორის ცნობადობის ამაღლებაში უნდა ჩაიდოს.

“ყოველწლიურად 2 დღით გადაწყვეტილი ფესტივალების ჩატარება აბსოლუტურად არაფრის მომცემია, ეს არის მეღვინეებისა და მევენახეების დროის ფუჭი ხარჯვა, ამ დარგს უფრო სისტემური მიდგომა უნდა, იგივე განათლების მხრივ, რათა ადამიანებს ნაწვალები არ გაუფუჭდეთ იმის გამო, რომ არ იციან რა დროს რომელი პრეპარატით შეწამლონ ყურძენი. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები სწორედ მარკეტინგსა და მევენახეების ცნობადობის ამაღლებაში უნდა იხარჯებოდეს”, - დასძინა მან

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way