USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტს, კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის უფროსკლასელები და პედაგოგები ესტუმრნენ
თარიღი:  639
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის უფროსკლასელები და მათი პედაგოგები ესტუმრნენ. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ფაკულტეტის მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო საგამოცდო ლაბორატორიას, ასევე ხიდსაცდელ და სამშენებლო მანქანების ლაბორატორიებს.
 
ლაბორატორიის თანამშრომლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს თითოეული დანადგარის მუშაობის პრინციპი და მათი თანდასწრებით ჩაატარეს ცდები, უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს.
 
ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას ისაუბრეს მშენებლობის როლზე ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორიაში, მშენებლობაში დღეისათვის არსებულ პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე.
 
მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულების შესახებ, რომლებიც დასაქმებულები არიან ცნობილ სამშენებლო ფირმებში.
 
დეკანის მოადგილემ პროფესორმა გინა გურეშიძე ისაუბრა მოსწავლეებთან ERASMUS+-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ.
 
 
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის