USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Тбилиси
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტ ბადრი ყაველაშვილს ნიჩბოსნობის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლის აღებას ულოცავს
дата:  1237

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტს ბადრი ყაველაშვილს, ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტმა, ევროპის ჩემპიონმა ბადრი ყაველაშვილმა უნგრეთის ქალაქ სეგედში ნიჩბოსნობის მსოფლიოს თასზე 200-მეტრიან დისტანცია 36.32 წამში დასძლია და მესამე ადგილზე გავიდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გარდა იმისა, რომ მაღალპროფესიული კადრების მომზადებით გამოიჩევა, არაერთი წარმატებული სპორტსმენის ალმა მატერად ითვლება. მეტიც, უნივერსიტეტს ჰყავს ევროპისა და მსოფლიოს არაერთი ჩემპიონი.  ჩვენ ცოტა ხნის წინ გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონობა მივულოცეთ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტს ლუკა მაისურაძეს. ამ დიდ სიხარულს, მეორე, ასევე, დიდი სიხარული მოჰყვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთმა სტუდენტმა გვასახელა და ნიჩბოსნობის მსოფლიოს თასზე, დიდი ბრძოლის შემდეგ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სახელით ვულოცავ ბადრი ყაველაშვილს მორიგ წარმატებას.  უნივერსიტეტი ყოველთვის მის გვერდით იქნება და გვჯერა, რომ კიდევ არაერთ ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს, საქართველოს და უნივერსიტეტს მრავალჯერ ასახელებს“, - აღნიშნავს დავით გურგენიძე.

ცნობისთვის, უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსნობის მსოფლიო თასზე სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტმა ბადრი ყაველაშვილმა ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრზე 37.76 წამით მეორე ადგილი დაიკავა, ნახევარფინალში კი ყველას აჯობა (36.49). A ფინალში ქართველმა სპორტსმენმა დისტანცია 36.65 წამში დაფარა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. 

мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати