USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Tbilisi
სტუ-ის დარბაზის ფეხბურთის გუნდი საუნივერსიტეტო ლიგა 1-დან უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Date:  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზის ფეხბურთის (ფუტსალი) გუნდი, დავით ყიფიანის, ნიკოლოზ ხარჩილავას, სანდრო თომაძის, გიგა უშვერიძის, ბექა ხაბულიანის, გუგა ბედოშვილის,ზუკა კარიაულის, კახი მიქელაძის, გიორგი ლიპარტელიანის, ოთო რეხვიაშვილის, ლუკა სოლომონიას, ლაშა კაკაჩიას, მამუკა ნაგერვაძის შემადგენლობით საუნივერსიტეტო ლიგა 1-დან უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

უნივერსიადა - 2024 საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ფუტსალის გუნდებმა მიიღეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი აცხადებს, დარბაზის ფეხბურთის გუნდი 2004 წლიდან მონაწილეობს ტურნირებში და 20 წლის განმავლობაში არაერთი გამარჯვება მოიპოვა.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა რეიტინგი გაიუმჯობესა და პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ახალგაზრდა სპორტსმენებს, ასევე, მათ მწვრთნელებს ლაშა ცნობილაძის და გოგა ხუროშვილის ვულოცავ მორიგ წარმატებას. გუნდმა პირველი ლიგის ბოლო თამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ჩაატარა და დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ამ შედეგამდე ჩვენს გუნდს უმაღლეს ლიგაში საგზური უკვე გარანტირებული ჰქონდა”, - აცხადებს არჩილ იოსელიანი.

tbilisi
სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელდა
კახა კალაძემ ცინცაძის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელა.
დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს გამგებელ გიზო ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ცინცაძის ქუჩაზე არსებული სივრცეები მთლიანად მოწესრიგდა, გამოთავისუფლდა იმ შემოღობვებისაგან, რომლებიც ამახინჯებდა ტერიტორიას. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, შესაბამისი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ახლა ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა.
ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მსგავსი ტიპის პროექტებით შევიდეთ ყველა უბანში, ყველა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია იყოს ასეთივე მოწესრიგებული, როგორიც აქ, ცინცაძის ქუჩაზეა. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის მწვანე სივრცეების, რეკრეაციული არეალებისა და სკვერების მოწყობა-განახლება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საერთო ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 900-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 000 ლარია. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ განახორციელა.
თბილისის მერთან ერთად, დასრულებული პროექტები საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმაც დაათვალიერა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way