USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Tbilisi
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა
Date:  

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ", ასევე, „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" დაუშვებლად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტი და სამივე საჩივარი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დაუშვებლად გამოაცხადა.

„ხსენებული საჩივრების ფარგლებში მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში მათი საქმეების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო მიკერძოებული. ამასთან, ფირცხალავას და Y-ის შეფასებით, მოსამართლე შ.თ. კანონის შესაბამისად არ იყო დანიშნული.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტი და სამივე საჩივარი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დაუშვებლად გამოაცხადა. გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების მიზნით გატარებული რეფორმები. კერძოდ, სხვებს შორის, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მოსამართლეთა უვადო დანიშვნა; მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურების დახვეწა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაძლიერება; კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უფრო მეტად დაიხვეწა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ფირცხალავას მიმართ მიმდინარე სამართალწარმოება უკავშირდებოდა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს. ირაკლი ფირცხალავა დამატებით ამტკიცებდა, რომ მისი სისხლის სამართლის პროცესი არასამართლიანად წარიმართა, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა, დაეკითხა ყოფილი თანაბრალდებულები და სხვა მოწმეები და ეფექტიანად გაებათილებინა მტკიცებულებები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაადგინა, რომ მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებიც კი არ გამოვლენილა. შესაბამისად, ირაკლი ფირცხალავას დამატებითი საჩივრები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way