USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
სტრასბურგის სასამართლომ 2003 წელს მომხდარი ავტოავარიის საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა
Date:  730

სტრასბურგის სასამართლომ 2003 წელს მომხდარი ავტოავარიის საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა

2020 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე შეეხება 2003 წელს მსუბუქ ავტომანქანაზე ჯავშანტრანსპორტიორის (სამხედრო მანქანის) შეჯახების შედეგად, მომჩივან მაია საყვარელიძის ოჯახის წევრების გარდაცვალების ფაქტს.

კერძოდ, 2003 წლის 22 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში, მომჩივნის ოჯახი თბილისის ქუჩებში გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც მათ დაეჯახა სამხედრო მანქანა, რამაც გამოიწვია მომჩივნის ვაჟისა და დის გარდაცვალება, ხოლო თავად მომჩივნისა და დისშვილების დაშავება.

მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანომ აწარმოა გამოძიება, რომელიც წლების განმავლობაში დაიხურა და განახლდა. ასევე, ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა, თუმცა მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებისა, ვერ დადგინდა ავარიის დეტალები სრული სიზუსტით, რის გამოც ვერ მოხერხდა კონკრეტული შედეგებით გამოძიების დასრულება. საბოლოოდ, 2017 წლის 1-ლ მარტს საქმეზე გამოძიება შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა.

სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ 2003 წელს მომხდარი ფაქტი წლების განმავლობაში არ იქნა ეფექტიანად გამოძიებული, რასაც შედეგად მოჰყვა ხანდაზმულობის ვადის გასვლა და საქმის დახურვა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებების მრავალი წლით სტაგნაციამ გამოიწვია ხანდაზმულობის ვადის გასვლა და გამოძიების უშედეგოდ დასრულება.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის სახით მორალური ზიანისთვის მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 25 000 (ოცდახუთი ათასი) ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 
sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way