USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
სტრასბურგის სასამართლო - სავალდებულო ვაქცინაცია დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი ზომაა
Date:  1043

ჩეხეთის მთავრობის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სავალდებულო ვაქცინაცია დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი ზომაა.

ჩეხეთის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი მშობელთა ჯგუფმა შეიტანა, რომელთა შვილები სკოლაში ან საბავშვო ბაღში არ დაუშვეს იმის გამო, რომ ჩეხეთში სავალდებულო აცრებიდან ერთი ან რამდენიმე აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული.

მოსარჩლეების მტკიცებით, ამგვარი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლს („პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება“) არღვევს. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ჩეხეთში ბავშვების სავალდებულო ვაქცინაცია ცხრა დაავადების წინააღმდეგ (დიფtერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი და ა.შ.) არ წარმოადგენს კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.

„ვაქცინაციის პოლიტიკას ჯანმრთელობისა და სხვისი უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნები აქვს, ვინაიდან იცავს როგორც მათ, ვინც მოცემულ ვაქცინებს იკეთებს, ასევე მათ, ვისაც სამედიცინო მიზეზების გამო აცრა არ შეუძლია“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხე სახელმწიფოს მოქმედების ფართო თავისუფლება აქვს.

„შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ვაქცინაცია ეროვნული ხელისუფლებების პასუხია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებაზე“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, ნიკოლა ერვიომ განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის დღევანდელი გადაწყვეტილება ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ პანდემიის პირობებში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს, თუმცა ამასთანავე სახელმწიფოებს ვაქცინაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით არჩევნის თავისუფლებას უტოვებს.

„ეს გადაწყვეტილება იმის კონსტატაციაა, რომ ვაქცინაციის დადებითი ეფექტის შესახებ საერთო კონსენსუსი არსებობს“, - განაცხადა მან.

წყარო:https://www.echr.coe.int/

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way