USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
სტოლტენბერგი პუტინის განცხადებაზე: რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან
თარიღი:  853

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ უკრაინის ოთხი ოლქი, ხოლო კიევმა უნდა განაცხადოს, რომ ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, „უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან“.

„და ეს არ არის უკრაინის წინადადება. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს წინადადება არ არის კეთილსინდისიერი და, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ რუსეთს სურს მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა ჯარმა სრულად უნდა დატოვოს „რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიები“. ასეთ ტერიტორიებს შორის კრემლის ლიდერმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაასახელა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის