ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან „ნატო“-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მტრული ქმედებების ტენდენციას, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დიდ ბრიტანეთში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საუბრის თემა, გარე და შიდა საფრთხეები და რუსეთის ფაქტორი იქნება.
„ვისაუბრებთ თუ როგორ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია, როგორც გარე, ისე შიდა საფრთხეებისგან. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან „ნატო“-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, მტრული ქმედებების ტენდენციას. ეს მოიცავს კიბერთავდასხმებს, საბოტაჟს, დეზინფორმაციას და ეს გრძელდება ბოლო რამდენიმე თვეა“,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.