USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
სტივენ კოტკინი რუსეთის ხუთ პოტენციურ მომავალს ვარაუდობს
თარიღი:  765
ჟურნალ Foreign Affair-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ერთ-ერთი მოწინავე მკვლევარი სტივენ კოტკინი რუსეთის ხუთ პოტენციურ მომავალს ვარაუდობს:
1. საფრანგეთის მსგავს ძალად ჩამოყალიბება - ყოფილი იმპერია, იმპერიული მოგონებებით, გარკვეული მემკვიდრეობით, ხანაც ნოსტალგიით, მაგრამ დღეს რაციონალურ ძალად გარდაქმნილი, რომელიც მეზობლებს საფრთხეს არ უქმნის და ცდილობს სხვაგვარი მიზიდულობის ცენტრი გახდეს. თუმცა კოტკინი ამ სცენარის განხორციელების სირთულეს რუსეთის დემოკრატიულობის ტრადიციის არარსებობასა და კლანებში ხედავს, მაშინ, როდესაც საფრანგეთში რევოლუციებსა და ავტოკრატიებს შორის დემოკრატიული ტრადიციები არსებობდა.
2. რუსეთის იზოლაცია / ჩასანგრება - რუსეთში ნაციონალისტები თავიანთი ხაზის გატარებას, რუსეთის შიდა განვითარებასა და გაძლიერებას შეეცდებიან. დამოუკიდებელ, ძლიერ, თვითკმარ სახელმწიფოდ გარდაქმნა იქნება მათი მთავარი ხაზი. მაგრამ კოტკინი ამ ვერსიის პრობლემას იმაში ხედავს, რომ რუსეთს ინტელექტუალური რესურსი ტვინების გადინების ფონზე ძალიან შემცირებული აქვს, ხოლო შობადობა კიდევ უფრო შემცირებულია. დღეისათვის რუსეთში მხოლოდ 80 მილიონი ადამიანი შრომისუნარიანი. 2006 წელს 90 მილიონი იყო ასეთი. წარუმატებელი ომისა და დიდი მსხვერპლის ფონზე, რომლის უმრავლესობაც ახალგაზრდა მამაკაცებზე მოდის, კიდევ უფრო მცირდება რუსეთის მოსახლეობა და პოტენციური შობადობა. სანქციების ფონზე კი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება ძალიან რთული წარმოსადგენია.
3. რუსეთის როგორც ჩინეთის ვასალი - 1980-ნი წლებიდან მოყოლებული დინამიკა იცვლება, თუკი ჩინეთი იყო რუსეთზე დამოკიდებული წარმოებით, რესურსების მიწოდებითა და იარაღით, ახლა პირიქით, რუსეთი ხდება ჩინეთსა და ჩინეთის მოკავშირეებზე დამოკიდებული. ჩინეთმა რუსეთს ყველა ასპექტში გადაუსწრო და გვერდზე გადაწევასაც ახერხებს, მათ შორის ისეთ სფეროში, როგორიც ენერგოინდუსტრიაა. ამ ფონზე, დასავლეთს ჩამოშორებული რუსეთი კიდევ უფრო გახდება ჩინეთზე დამოკიდებული, რომელსაც მდინარე ამურზე ძალიან დიდი პრეტენზიები აქვს და თანდათან კიდევ და კიდევ უფრო მომთხოვნი ხდება რუსეთთან მიმართებით.
4. რუსეთი, როგორც ჩრდილოეთ კორეა - რუსეთი ჩაკეტილ, ტოტალიტარულ ძალად გარდაიქმნება, რომელიც ორიენტირებული გახდება ჩინეთთან ურთიერთობაზე. რუსეთი კვლავ დაემუქრება სხვადასხვა ქვეყანას, შეიძლება ჩინეთსაც არ დაემორჩილოს ყოველთვის, მაგრამ საერთაშორისო არენაზე მოწყვეტილი იქნება დასავლეთს და მოდერნიზაციას. ამ სცენარის პრობლემად კოტკინი მემკვიდრეობის პრობლემას ხედავს - ჩრდილოეთ კორეის სტაბილურობა კიმების დინასტიაშია, რუსეთს კი მსგავსი რამ არ აქვს.
5. რუსეთი ქაოსში ჩაეფლობა - რუსეთი ისედაც კლანების მმართველობაა, მაგრამ ამ კლანებს დამოუკიდებლად ერთ ძალასთან აქვთ კავშირი - კრემლთან. თუკი ეს ერთი ძალა დასუსტდება ან ვეღარ შეძლებს კლანების კონტროლს, მაშინ შიდა ქაოსი დაიწყება. ამასთან, არც ისაა გამორიცხული რომ სამხედროებსა და უშიშროებას შორის დაიწყოს ომი. ძალაუფლების ვერ გადანაწილებამ კი გადატრიალებებს დაუდოს სათავე. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სცენარის განხორციელებისას რუსეთის კატასტროფული დაშლის ალბათობა და მასობრივ ომებში გახვევა სრულიად შესაძლებელი ხდება.
მთავარი საინტერესო რამ ამ სტატიაში ერთი დასკვნაა - რუსეთს დასავლეთისა და მოდერნიზაციის გარეშე მომავალი არ აქვს და ან ჩინეთზე უნდა იყოს დამოკიდებული ან ტოტალიტარულ იზოლაციად გარდაქმნილ ჩამორჩენილ ძალად ქცეული. რა ფორმითაც არ უნდა დასრულდეს ომი, რუსეთი მიყრუებულ მხარედ ჩამოყალიბდება.
იმ ფონზე, რომ ამ დღეებში აშშ და დასავლეთი უკრაინას დიდი რაოდენობით დახმარებას დაამტკიცებს და ახალ სანქციებს დააანონსებს აღნიშნული სტატია საკმაოდ საინტერესოა გასაცნობად.
მიმოხილვის ავტორი - გიორგი კობერიძე
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის