გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერის ოჯახმა მისი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი კემბრიჯის პეპვორსის სამეფო ჰოსპიტალს გადასცა, სადაც ფიზიკოსი მკურნალობდა. ამის შესახებ Deutshe Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მეცნიერის შვილმა, ლიუსი ჰოკინგმა გააკეთა.
„მამის გარდაცვალების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამედიცინო აღჭურვილობა, რომელსაც ის იყენებდა, დავაბრუნეთ, თუმცა დაგვრჩა ნივთები, რომლებიც მან საკუთარი სახსრებით შეიძინა. ახლა სისტემას მათაც გადავცემთ იმ იმედით, რომ ეს COVID 19-თან ბრძოლაში დაეხმარება“, - განაცხადა ჰოკინგმა.
ბრიტანელი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი 14 მარტს, 76 წლისა გარდაიცვალა. ჰოკინგს ამიტროპული ლატერალური სკლეროზის დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს. სტივენ ჰოკინგის ფერფლი ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალეს.
ვფიქრობ, რუსეთ - უკრაინის ომსაც დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, „შვიდი ომი დაასრულა და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს არის“.
„ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთთან დაკავშირებულ სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რომელიც საშინელებაა. გასულ კვირას რუსეთსა და უკრაინას შორის 7000 ადამიანი დაიღუპა. ვფიქრობ, ამას დავასრულებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, მისი თქმით, „ისტორიაში ამდენი კონფლიქტი არავის დაუსრულებია“.