მთავრობის განკარგულების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 40 426 650 ლარი გამოეყოფათ.
მთავრობის 16 აპრილის განკარგულებით ცვლილება 2026 წლის 29 იანვრის №222 განკარგულებაში შევიდა. აღსანიშნავია, რომ აქამდე 1.6 მლნ ლარის გამოყოფა იყო გათვალისწინებული ორი მუნიციპალიტეტისთვის, რომელთა ჩამონათვალიც გაზრდილია.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებს თანხას შემდეგი განაწილებით გამოუყო:
ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 400 000 ლარისა;
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 125 000 ლარისა;
გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 7 996 500 ლარისა;
დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 6 850 000 ლარისა;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 4 000 000 ლარისა; ლარისა;
ვ) ცაგერის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 000 000 ლარისა;
ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 415 950 ლარისა;
თ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 303 300 ლარისა;
ი) საჩხერის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 780 000 ლარისა;
კ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 400 000 ლარისა;
ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 270 000 ლარისა;
მ) ჭიათურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 452 000 ლარისა;
5) ზესტაფონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 414 900 ლარისა;
ო) ახალციხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 230 000 ლარისა;
პ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 950 000 ლარისა;
ჟ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ― არაუმეტეს 515 000 ლარისა;
რ) ყვარლის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 100 000 ლარისა;
ს) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 500 000 ლარისა;
ტ) მესტიის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 305 000 ლარისა;
უ) მარტვილის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 259 000 ლარისა;
ფ) სენაკის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 445 000 ლარისა;
ქ) მცხეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 280 000 ლარისა;
ღ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 435 000 ლარისა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ძალების მიერ ირანული სატვირთო გემის, Touska-ს დაკავებას გმობს და აშშ-ს გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟის წევრებისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ეჭვგარეშეა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ირანის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად და მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დასაცავად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„ასევე ნათელია, რომ რეგიონში შემდგომი ესკალაციის სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეგიონში შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვირას აშშ-ის საზღვაო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი მას შემდეგ, რაც მან ომანის ყურეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დარღვევა სცადა.