USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
სტიქიით გამოწვეული მოვლენების გამო, თბილისი დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა დღეს, 7 ივნისს 19:30 საათიდან 8 ივნისის დღის 12:00 საათამდე
Date:  475

მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა საგურამოს ტერიტორია დატბორა. მათ შორის დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება შეეზღუდა დღეს, 7 ივნისს 19:30 საათიდან 8 ივნისის დღის 12:00 საათამდე:

„კერძოდ, ვაკე-საბურთალოს რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, ტაბიძის, რაზმაძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, რამიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; ვაჟა ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას, ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, გელოვანის, მიქელაძის, დელისის, თავხელიძის, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს; ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, კოსტავას, ალექსიძის, გაგარინის, კანდელაკის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს; აღმაშენებლის ხეივანს, ფარსადანის, ბობ უოლშის, ნასიძე, 13 ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში: სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზის და მიმდებარე ქუჩებს, დიღომი 7-ს; სოფელ ძველ ვეძისს.

მთწმინდა-კრწანისის რაიონში - ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, მელიქიშვილის, ბელინსკის, ახვლედიანის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ქიქოძის, ჭონქაძის, ამაღლების, ლერმონტოვის, მაჩაბელის, ტაბიძის, დადიანის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის ქუთათელაძის, კოტე აფხაზის, ორთაჭალის, საიათნივას, ხანძთელის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, გუნიას და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში - ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს და სოფელ წიწამურს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way