USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Tbilisi
სტეპან დემურა - დასავლეთს სჭირდება ნავთობის დაბალი ფასი, რათა მიაღწიოს ახალ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს პოსტსაბჭოთა სივრცეში.
Date:  2537

ცნობილი ფინანსური ანალიტიკოსი, სტეპან დემურა  იმის შესახებ, თუ რა დაუჯდება რუსეთს 1 მაისს დაწყებული ნავთობის მოპოვების შემცირება.  „БИЗНЕС Online“-ისათვის  მიცემულ  ვრცელ ინტერვიუში სტეპან დემურამ  ისაუბრა "შავი ოქროს"ბაზარზე ბოლო თვეებში მიმდინარე  მნიშვნელოვან ძვრებზე, გადარჩენილი საბადოებისთვის ნავთობის გიგანტების ბრძოლაზე;  აშშ-ს და საუდის არაბეთის გეგმებზე, ნავთობის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის გაძევების  შესახებ.რუსული ეკონომიკის პერსპექტივებზე და გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე პოსტ პანდემიურ მსოფლიოში.

გთავაზობთ ამ ძალიან საინტერესო ინტერვიუს.

"აშშ და საუდის არაბეთი ნავთობის ფასის  $20 დოლარის  და უფრო დაბალ ფარგლებში შენარჩუნებას შეეცდება."

ვლადიმერ პუტინის და მინენერგოს მეთაურის ალექსანდრე ნოვაკის მენავთობეებთან  20 აპრილს შემდგარ თათბირზე ნათქვამი იყო, რომ  ნავთობის მრეწველობა მზადაა OPEC+ (Organization of the Petroleum Exporting  Countries) -ის ფარგლებში 1 მაისიდან შეამციროს ნავთობის მოპოვება დაახლოებით 2,5 მილიონი ბარელით დღეში. თქვენი შეფასებით, ჩვენი ნავთობის მრეწველობა მზადაა წარმოების ასეთი უპრეცედენტო  შემცირებისთვის?

რა თქმა უნდა, არაფრისთვის არ არის მზად. ძალიან დიდია მოპოვების შემცირების მოცულობა და ნავთობის ექსპორტიც  რუსეთმა  ორჯერ მაინც უნდა შეამციროს. ამას ემატება საწვავზე შიდა მოთხოვნილების  უკიდურესი შემცირება. შედეგად OPEC-თან  შეთანხმების ფარგლებში და კორონავირუსული იზოლაციით  გამოწვეული  ეკონომიკური   კოლაფსის გამო  ნავთობის მოპოვება ჩვენს ქვეყანაში უნდა შემცირდეს დაახლოებით 30-ჯერ. ნავთობს ჩვენ ვერსად ვინახავთ, შესაბამისად მოგვიწევს საბადოების გაჩერება, ჭაბურღილების კონსერვაცია. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოქმედი საბადოების  კონსერვაციის შემდეგ უბრალოდ არარენტაბელური გახდება მათი შემდგომი რეაბილიტაცია. იგივე ითქმის ჩრდილოეთის საბადოებზეც, კონსერვაციის შემდეგ ჭაბურღილებში წყალი გაიყინება, რაც მათ რეკონსერვაციას შეუძლებელს გახდის.  დარგში არსებული სიტუაცია ყველაზე მკაცრი სცენარით განვითარდება.  ხელისუფლებამ გამოაცხადა რომ მზადაა .... ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ყველაფრისთვის მზადაა, მაგრამ მერე ყველაფერი გამოდის ისე,  როგორც გამოდის. 1 მაისს ძლიერი დარტყმა მიაყენეს  რუსეთის ნავთობის წარმოებას.  რომ არაფერი ვთქვათ ბიუჯეტის დანაკარგებზე.

აპრილში ნავთობის მოპოვების შემცირებისთვის მზადება რუსეთში არ აღინიშნებოდა. გასული თვის ზოგიერთ დღეს მოპოვება მატულობდა კიდეც. ნუთუ ზუსტად 1 მაისს შესაძლებელია „გადაკეტო ონკანი, გაუკეთო საცობი“ და ერთბაშად მეოთხედით შეამცირო მოპოვება,  თქვენ როგორ ამბობთ?

„ლუკოილის“ მეთაურმა ვაგიტ ალეკპეროვმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მოპოვებას დღე-ღამეში 40 ათასი ტონით  (დაახლოებით 300 ათასი ბარელი), ხოლო დასავლეთ ციმბირში ბურღვის მოცულობას 20% შეამცირებს. „როსნეფტ“-მაც რაღაც განცხადება გააკეთა ჭაბურღილების კონსერვაციის შესახებ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ OPEC+ წინა შეთანხმების მოქმედების დროსაც რუსეთის ხელისუფლება და კომპანიები აცხადებდნენ დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების  100-200-300 ათასი ბარელით შემცირების შესახებ. მაგრამ ფაქტობერივად მოპოვება იზრდებოდა.  მაგრამ ეხლა კონტროლი ძალიან მკაცრი იქნება - ახალი შეთანხმების ფარგლებში იქმნება დაკვირვების მექანიზმი, სადაც პირველ როლს რუსეთი კი არა, აშშ და საუდის არაბეთი შეასრულებს. ისინი გააკონტროლებენ რუსეთის ნავთობის ექსპორტს და არა მოპოვებას. ჩვენ კომპანიებს შეეძლებათ მოიპოვნონ რამდენიც უნდა, მაგრამ რას უზამ ამდენ ნავთობს? ზოგიერთ საბადოებზე ნავთობის დაღვრა ან დაწვა მოუწევთ. და ეს ყველაზე უარესი ვარიანტი არ იქნება. ჭაბურღილების კონსერვაციის შემთხვევაში ჩვენი მენავთობეები ძალიან დიდ საწარმოო სიმძლავრეებს დაკარგავენ (შეიძლება სამუდამოდ).  ჩვენთან შავი ოქროს მხოლოდ 15-20% მოდის საბადოებზე ე.წ. ადვილად ამოსაღები ნავთობით. მოპოვების შემცირება  სწორედ ამ ტიპის საბადოებზეა ყველაზე ხელსაყრელი. OPEC-დან გამოსვლის შემდეგ ადვილია ასეთ საბადოებზე მოპოვების გაზრდა. მაგრამ ეს ცოტაა და ადვილად ამოსაღები ნავთობის მოპოვების შემცირების შემდეგ უნდა შემცირდეს ძნელად ამოსაღები ნავთობის მოპოვებაც.  აი ასეთი ჭაბურღილების რეკონსერვაცია კი უკვე აღარ გამოვა.

ნავთობის დაწვის შესახებ . .  ეს ფიგურალურად იყო ნათქვამი თუ რეალური პერსპექტივაა?

აბა რა ალტერნატივას ხედავთ? ჭაბურღილების კონსერვაცია? ასეთ შემთხვევაში ბევრი მათგანის რეანიმაცია არარენტაბელური იქნება ნავთობის იმ ფასებთან შედარებით, რაც ეხლა გვაქვს  და უახლოეს მომვალშიც იქნება. რა გამოსავალი გვაქვს? შევინახოთ ნავთობი საცავებში, რომლებიც არ გვაქვს ან დავღვაროთ ლანდშაფტზე. მერე ან ადგილობრივ მოსახლეობას შემთხვევით დაუვარდება ასანთი ან მენავთობეები თვითონ წაუკიდებენ ცეცხლს.

ზოგიერთი ექსპერტი რაღაც ჩირაღდნებზე ლაპარაკობს,  ეტყობა ნავთობის თანმხლებ გაზზე..

აი ასეთი ხარისხის ექსპერტები გვყავს. რა ჩირაღდნები? უბრალოდ ამოთხრიან ქვაბულებს და იქ ჩაღვრიან ნავთობს, გაივსება - წაუკიდებენ ცეცხლს. კოსმოსიდან ეს როგორც ტყის დიდი ხანძარი ისე გამოჩნდება. ხანძრები უკვე დაწყებულია ქვეყნის აღმოსავლეთით და თავისუფლად შეიძლება ამას მიაწერო.  მაგრამ ზარალი, "აალებული“ ნავთობისგან ბევრად უფრო დამღუპველი იქნება ბუნებისთვის ვიდრე უბრალოდ ტყის ხანძრები.

კიდევ ‘ზედმეტი“ ნავთობით სარკინიგზო ცისტერნების გავსების  იდეასაც გამოთქვამენ...

საკითხავია რამდენ ხანს ეყოფათ, როგორც ჩანს არცთუ დიდხანს.

ჰყავს თუ არა რუსეთს ტანკერები, სადაც დროებით შეიძლება ჭარბი ნავთობის შენახვა?

მთელ მსოფლიოში სატანკერო ფლოტი უკვე სავსეა ნავთობით. ტანკერების ფრახტის ღირებულება  7-10 ჯერ გაიზარდა და ნავთობის შენახვის ეს მეთოდი ძალიან ძვირია. მეორეც, მსოფლიოში თითქმის აღარ დარჩა თავისუფალი ტანკერები - ყველა დიდი ხანია დაქირავებულია ნავთობის გადასაზიდად და შესანახად. „ორ-სამ კვირაში მსოფლიოში ნავთობის შესანახად თავისუფალი ჭურჭელი აღარ დარჩება.“

ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა წამყვანი ნავთობკომპანია დათანხმდა ნავთობის წარმოების შემცირებას  მოპოვების მოცულობის პროპორციულად.

მაშინ ყველაზე მეტად „როსნეფტი“ დაზარალდება, რომელსაც სავარაუდოდ დღეში 600 ათას ბარელამდე მოუწევს მოპოვების შემცირება. რასაკვირველია ამის გაკეთება არავის უნდა.  მაგრამ „დიდმა ბიძიებმა“ ბრძანება გასცეს და ჩვენი ხელისუფლება და მენავთობეები ვერსად დაემალებიან გადაწყვეტილებას. როგორ განაწილდება ნავთობმოპოვების სეკვესტრი, ვინ ვის გადაყლაპავს - ამას მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთის ეკონომიკისთვის ეს არ არის პრინციპული.

მაგრამ შთანთქმა მაინც მოხდება, გარკევული მცირე ნავთობკომპანიები შეიძლება შეეწიროს ამ პროცესს?

სრულიად შესაძლებელია. მაგრამ რატომ მხოლოდ მცირე კომპანიები?  ბრძოლა იქნება ადვილად ამოსაღები ნავთობის მწყობრში დარჩენილი საბადოებისათვის. მცირე ნავთობკომპანიები არ ფლობენ ასეთ საბადოებს. სამაგიეროდ იგორ სეჩინი („როსნეფტი“-ს ხელმძღვანელი) დიდი ხანია ეტოლება „ლუკოილის“ აქტივებს - სიდიდით რუსეთის მეორე ნავთობკომპანიას. ვფიქრობ ამ თვალსაზრისით მხიარული წელი გველოდება.

„როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ შორის დიდი ხანია არსებობს გარკვეული დაძაბულობა. მათ პრესმდივნების საკმაოდ მკაცრი საჯარო გამოსვლები აქვთ ერთმანეთის წინააღმდეგ. თქვენი აზრით რას უკავშირდება ეს?

„ლუკოილი“ - ოჯახური კომპანიაა, „როსნეფტი“ - პიტერის.  ორივე კომპანია - ოჯახის ნაწილია, მაგრამ არსებობს ძველი, ელცინის დროინდელი ოჯახი და არის ახალი ე.წ. პიტერის (პეტერბურგის). სეჩინს ყველას დაქვემდებარება უნდოდა, მაგრამ „იუკოსოს“ გარდა არავისთან გამოუვიდა, რადგან ძველი ოჯახი ჯერ კიდევ ძლიერი იყო. ეხლა ყველა თავის გადასარჩენად იბრძოლებს. საბჭოთა კავშირის დაშლისას ერთ-ერთი შეთანხმება იყო ის, რომ ახალი რუსეთი საერთაშორისო არენაზე, მათ შორის ნავთობის ბაზარზე წესიერად (დასავლეთის თვალსაზრისით) მოიქცეოდა. ანუ ორიენტირებული იქნებოდა აშშ-ს და მისი მოკავშირეების ინტერესებზე. მაგრამ როგორც ჩანს, ბოლო დროს რუსეთი არ იქცევა დასავლეთის ინტერესების შესაბამისად.

არსებობს  სააგენტო Argus-ის ინფორმაცია, რომ ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, მაისში მოსალოდნელია Urals ნავთობის მიწოდების შემცირება 40 %. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

დიახ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი ნავთობის ექსპორტი დაახლოებით ორჯერ შემცირდება. საუდის არაბეთმა ევროპა უკვე გაავსო თავისი ნავთობით, ფასდაკლებებით და გადასახადების სამი თვით გადავადებით.  „როსნეფტი“-დან მიწოდების შეთავაზებაც არავის მიუღია. არ ეტყობა, რომ ჩვენი მენავთობეები  თავის საბაზრო წილს იცავდნენ. ამიტომაც მგონია რომ ჩვენი კომპანიები არ აპირებენ მოპოვების შემცირებას.  მაგრამ ექსპორტის დროს ვერავის მოატყუებ. მსოფლიო ნავთობის ბაზარზე წილს და თან დიდ წილს რუსეთი დაკარგავს. ამერიკელები და არაბები მიზეზს ელოდებიან  იმის სათქმელად, რომ:„ კრემლთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, თუ ისინი წავლენ ბაზრიდან ყველასთვის უკეთესი იქნება“.  ამითი დამთავრდება ყველაფერი.

მაგრამ თუ ნავთობის ფასს შევხედავთ, სიტუაცია შეიძლება ჩვენ სასარგებლოდ გამოიყურებოდეს. მოპოვების შემცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე Brent გაძვირდა 26 დოლარამდ, Urals  - 24 დოლარამდე, ხოლო ამერიკული WTI ფასი სადღაც 17 დოლარზე ოდნავ მეტია. განა ეს არ არის რუსეთის და პირადად ვლადიმერ პუტინის, იგორ სეჩინის და ალექსანდრე ნოვაკის წარმატება?

ვერანაირ წარმატებას ვერ ვხედავ.ჩვენი Urals  მხოლოდ ევროპის ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხნებს მიეწოდება, რადგან ეს მძიმე ნავთობია, მისგან საკმაოდ მცირე რაოდენობით გამოყოფენ მსუბუქ ფრაქციებს და ძირითადად მძიმე ფრაქციების მისაღებად იყენებენ, რომლებიც ქიმიურ მრეწველობაში იყენებენ. ევროპაში კორონავირუსის გამო ეკონომიკის დახურვით ყველაზე დიდი დარტყმა ბენზინის წარმოებისთვის საჭირო ნავთობის მსუბუქი დისტილატების ბაზარმა განიცადა.

რუსული ნავთობი ამერიკულზე ძვირია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არის მისი გასაღების საშუალება?

არა, მალე მისი გასაღებაც შეუძლებელი გახდება.  ჯერ კიდევ გვშველის ის, რომ ევროპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არ გადასულან არაბეთის მსუბუქ ნავთობზე. მაგრამ შეთავაზებული ახალი ფასების და გადასახადების გადავადების პირობის გათვალისწინებით, ევროპისთვის რთული არ იქნება ტექნოლოგიების გადაიარაღება.  პოლონელებმა უკვე ფაქტიურად უარი თქვეს რუსეთის ნავთობზე. ერთი წლის წინ მათ გადააიარაღეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ეხლა არაბეთის ნავთობზე ცხოვრობენ.

მხოლოდ პოლონელები კი არა, ჩვენი მოკავშირე  ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არაბეთის ნავთობის მასიური შესყიდვა დაიწყო. ტანკერები კლაიპედაში (ლიტვა) შედიან, იქიდან კი ნავთობი რკინიგზით  გადააქვთ ბელარუსში.

დიახ. წლის დასაწყისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო მინსკში ჩავიდა და განაცხადა, რომ შტატები და მათი არაბი მოკავშირეები დაეხმარებიან ბელარუსს  მოსკოვისგან „ნავთობდამოუკიდებლობაში“. ლუკაშენკომ თხოვა - ამერიკა დაეხმარა. სანამ კრემლი თითს უქნევს - ამერიკელები დახმარებას სთავაზობენ. დასავლეთს სჭირდება ნავთობის დაბალი ფასი, რათა მიაღწიოს კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ ცვლილებას პოსტსაბჭოთა სივრცეში

ცვლილებები რა გაგებით?

ჩვენი ნავთობის ექსპორტის განადგურების თვალსაზრისით, რაც წაართმევს რუსეთის ხელმძღვანელობას დაფინანსების ძირითადი წყაროს, პირველ რიგში კი, საგარეო-პოლიტიკურ ინიციატივების დაფინანსების კუთხით.

თუმცა ტრამპი რუსეთის მიმართ მეგობრულად არის განწყობილი. მართალია მან ხელი შეუშალა Nord Stream 2-ის დასრულებას, მაგრამ არ გამოუცხადებია რუსეთისათვის  სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი, როგორც ეს ჩინეთის შემთხვევაში.

კატა ლეოპოლდმაც მოუწოდა თაგვებს ერთად მშვიდობიანად ეცხოვრათ, მაგრამ ბოლოს მათი სისულეები ყელში ამოუვიდა.

ნიშნავს ეს იმას, რომ წლის ბოლოსთვის, რუსეთის ბიუჯეტისთვის კომფორტული ნავთობის ფასების აღდგენა ბარელზე 40 დოლარამდე არ მოხდება?

”არა, რა თქმა უნდა” ამის შანსი არ არსებობს. წელს ნავთობის ფასი გაცილებით დაბალი იქნება. შესაძლებელია მოკლევადიანი ფასის ავარდნა, რაც თუნდაც 1 მაისის დავინახეთ. მაგრამ აქაც, როგორც ვხედავთ, Urals ფასი 25 დოლარამდეც ვერ ავიდა. ხოლო ჩვენს ბიუჯეტს იმისათვის, რომ დეფიციტი არ შეიქმნას,  42.4 აშშ დოლარი სჭირდება. საშუალოდ წლის განმავლობაში, საუდის არაბეთი აშშ-სთან ერთად ნავთობის ფასს 20 დოლარზე ან თუნდაც უფრო დაბალ დონეზე შეინარჩუნებენ.

რა არის მათი მიზანი?

დასავლეთს სჭირდება ნავთობის დაბალი ფასი, რათა მიაღწიოს ახალ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. იწყება იმ ნაშთების ლიკვიდაცია, რომელსაც დასავლეთი ბოროტების იმპერიის ნაშთებად მიიჩნევს. ამერიკელები დაიწყებენ რეჟიმების ცვლილებას, პირველ რიგში რუსეთსა და ყაზახეთში. ალექსანდრე ლუკაშენკო უკვე გადაბარგდა მათ ბანაკში და მასთან შეკითხვებიც აღარ აქვთ. უკრაინაზეც არაფერია უკვე სათქმელი. დარჩა მხოლოდ ის ვისაც გეოპოლიტიკური გავლენის ნედლეული გააჩნია იარაღად  და ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რუსეთია. და ამ მოცემულობაში, დამნაშავე პირველ რიგში რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის ქმედებებმა, მათ შორის ნავთობის ბაზარზე, აიძულა დასავლეთი დაეწყო მოქმედება.

ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის ცვლილება მოხდა ზუსტად საწვავის დაბალი ფასების მეშვეობით

დიახ, საქმის არსი, როგორც ყოველთვის, ფულშია, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას მალე აღარ ექნება.

ცოტა ხნის წინ „თათნეფტის“ ხელმძღანელის მოადგილემ ნავთობის ძიებისა და მოპოვების დარგში რუსტამ ხალიმოვმა თქვა, რფ მთავრობას უკვე გაუგზავნეს წინადადება ნავთობსერვისის კომპანიების დასახმარებლადო.

თათარსტანში ბევრია საძიებო-გეოლოგიური და ჭაბურღილის მომსახურე ფირმები და ტატარსტანისგან ასეთი წინადადებები სრულიად გასაგებია.

მაგრამ რატომ გონიათ „თათნეფტში“ და ნავთობის სხვა გიგანტებში, რომ მიმდინარე კრიზისი  სწორედ ნავთობსერვისს დაარტყავს?

სხვანაირად როგორ? რა საჭიროა სერვისი, რა საჭიროა ჭაბურღილების და ნავთობის მოპოვების და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის მომსახურება, როცა არ ხდება ნავთობის მოპოვება??? უნდა გვახსოვდეს, რომ ნავთობზე და გაზზეა „დაკიდებული“ რუსეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი.

რა ზომები შეიძლება განხორციელდეს ნავთობსერვისის და ნავთობგადამუშავების მხარდასაჭერად?

ფაქტიურად არანაირი. მენავთობეებს პირდაპირ ფინანსებს ხელისუფლება რა თქმა უნდა არ გამოუყოფს.

რუსეთის ცენტრალური ბანკი ბოლო დროს რუბლის კურსის გასამაგრებლად ყოველდღიურად 20 მილიარდ რუბლის ღირებულების ვალუტას ყიდის. ამასთან ელვირა ნაბიულინა და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი ამტკიცებენ, რომ რეზერვი ექვსი წლის სამყოფია? როგორია ჩვენი სიმტკიცის ზღვარი?

რეზერვი ძალიან ცოტა ხნის სამყოფია, რადგან მარაგი არ არის იმ მოცულობით, რასაც ჩვენი ხელისუფლება აცხადებს. თანაც რუბლის მხარდაჭერას სწორედ მაშინ ახდენენ, როცა ეს საჭირო არ არის. რუბლი უკვე დიდი ხანია დამოკიდებული არ არის ნავთობზე.

თუ ვლადიმერ პუტინი 12 მაისს გააუქმებს „კარანტინ -არდადაგებს“ რამდენად სწრაფად დაიწყებს რუსეთის ეკონომიკა აღორძინებას?

ვფიქრობ არ დაიწყებს. მცირე და საშუალო საწარმოების დიდი ნაწილი უკვე მოკვდა. ჩინოვნიკებისაგან არანაირი რეალური დახმარება ბიზნესისთვის ჩვენთან არ არსებობს.

სტატისტიკა არ აჩვენებს გაჩერებული კომპანიების ან უმუშევართა რიცხვის მკვეთრ ზრდას.

რა თქმა უნდა არ აჩვენებს. ჩვენთან გაკოტრება აკრძალულია განსაკუთრებული მდგომარეობის დამთავრებამდე. ბევრი ამით სარგებლობს, ზრდის კრედიტსაც და დებიტსაც, რადგან არც ბანკებმა და არც კონტრაგენტებმა არ იციან, რომ კომპანია გაკოტრებულია.

მოუწევს თუ არა რუსეთის ხელისუფლებას ეკონომიკაში რადიკალური ზომების მიღება?  კერძოდ, გააუფასუროს რუბლი, რისკენაც ბევრი ბიზმესმენი (მენავთობეების ჩათვლით) მოუწოდებს.

კრემლი ძალიან მტკივნეულედ განიცდის ცნობებს მოსახლეობის გაღატაკების შესახებ, ამიტომაც ყველანაირად ეცდება არ დაუშვას სოციალური აფეთქებები. ამასთან ჩვენი ხელისუფლება რატომღაც თვლის, რომ ხალხის კეთილდღეობა დამოკიდებულია რუბლის კურსზე და ამიტომაც ცდილობენ მის მხარდაჭერას.  ცენტრალური ბანკის ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ მარტში მხოლოდ 4 მილიარდი დოლარი გაიყიდა, მაგრამ რუბლი 15 პუნქტით დაეცა. ანუ დოლარი 15 რუბლით გაძვირდა.

როგორია თქვენი პროგნოზი დოლარის კურსის რუბლთან შედარებით?

მიზანია ჯერ 85-86 რუბლი ერთი დოლარი, შემდეგ 97,125 და 250 რუბლი.

ძალიან თამამი პროგნოზი ხომ არ არის?

რატომ? ხომ იყო ცნობილი „ პავლოვის“ ფულადი რეფორმა 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისის ჰიპერინფლაცია. ყველაფერი შეიძლება განმეორდეს. სხვათა შორის, ეს ფინანსური რყევები სწორედ ნავთობის ფასის კატასტროფული ვარდნით იყო გამოწვეული. 

 წყარო:https://m.business-gazeta.ru/

sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way