USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Тбилиси
სტეფანწმინდიდან რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ მაგისტრალს ₾212 მილიონად ჩინური კომპანია ააშენებს
дата:  

სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია China Railway Tunnel Group Co გამოვლინდა. კომპანია სახელმწიფოს პროექტის აშენებას 212,548,390 ლარად სთავაზობს. ეს კი გზის სატენდერო სავარაუდო ღირებულებაზე 12.5 მილიონი ლარით ნაკლებია.

საქართველოს მთავრობა რუსეთის საზღვრამდე მიმავალი ავტომაგისტრალის სრულ მოდერნიზაციას გეგმავს - ამისთვის 2024 წლის მარტში გზების დეპარტამენტმა 225 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ორზოლიანი გზის პროექტი ურთულეს გეოგრაფიულ არეალში გაივლის და მგზავრობის დროს მკვეთრად შეამცირებს. მისი სიგრძე 4.5 კილომეტრი იქნება.

პროექტზე წინა ტენდერი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში 246 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოქვეყნდა, თუმცა ის მიმდინარე წლის დასაწყისში შეწყდა, რის შემდეგაც გზების დეპარტამენტმა განახლებული ტენდერი გამოაქვეყნა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ამ გზის ფარგლებში ორი ესტაკადა და ორი გვირაბი აშენდება, მათი პარამეტრები ასეთი იქნება:

  • ესტაკადა N1 მდ.თერგზე - სიგრძე 2018 მეტრი;
  • ესტაკადა N2 - სიგრძე 636 მეტრი;
  • გვირაბი N1 - სიგრძე 460 მეტრი;
  • გვირაბი N2 - სიგრძე 846 მეტრი.

მთლიანობაში გვირაბებსა და ესტაკადაზე დაგეგმილი საპროექტო მანძილის 88% მოდის, სწორედ ამის გამო, ერთი კილომეტრის აშენება ბიუჯეტს 47 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც გზის ყოველ მეტრზე 47,232 ლარს შეადგენს.

გზის საპროექტო პარამეტრები ასეთი იქნება:

  • საანგარიშო საპროექტო სიჩქარე - 60 კმ/სთ;
  • მიწის ვაკისის სიგანე – 14.0 მ;
  • სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ;
  • სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ;
  • სამოძრაო ზოლების რაოდენობა - 2.

“საპროექტო გზის მონაკვეთი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში. გზა გადის პრაქტიკულად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.5 კმ-ს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი არის არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მონაკვეთის გაგრძელება. მიმართულების გარკვეული ნაწილი მდინარე თერგის კალაპოტის მარცხენა ნაპირზე, სანაპირო ზოლში გადის. საპროექტო მონაკვეთი გადის ძალიან რთულ რელიეფში, მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში, რომელიც ორივე მხრიდან შემოსაზღვრულია მთებით”, - ნათქვამია სატენდერო პირობებში.

წყარო:https://bm.ge/

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати