USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
სტამბოლიდან გამოვიდა პირველი მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით ტვირთს ჩაიტანს თურქეთიდან ჩინეთში.
дата:  3696
თურქული გაზეთ "ჰურიეთის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ სტამბოლიდან გამოვიდა პირველი მატარებელი (42 ვაგონის შემადგენლობით), რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით (სულ გაივლის 8 700 კმ და 7 ქვეყანას) ტვირთს ჩაიტანს თურქეთიდან ჩინეთში.
 
თუ აქამდე ამ ტვირთის ტრანსპორტირებას მინიმუმ 18 დღე სჭირდებოდა, ახლა ამას 12 დღე დასჭირდება. ეს გზა ევროპას და ჩინეთსაც აკავშირებს და საგრძნობ შემოსავალს მოუტანს სატრანზიტო ქვეყნებს (მათ შორის ჩვენც).
ეს კორიდორი ჩვენთან წარმოებული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე მიწოდებასაც გააილოებს და მის თვითღირებულებასაც დასწევს.
 
მეორეს მხრივ, სამგზავრო მატარებლის დანიშვნასაც უნდა შევეცადოთ მაგალითად თბილისი-სტამბოლი-ვენას მიმართულებით.
 
ასე, რომ დიდი შესაძლებლობების პერიოდი იწყება და ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ავუბავთ ფეხს ამ პროცესებს!
ზურაბ ბატიაშვილი
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати