USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Associated Press» (აშშ): „გამოცდილი და პროგნოზირებადი: ვლადიმერ პუტინს ამერიკის პრეზიდენტად ჯო ბაიდენი ურჩევნია“
თარიღი:  

ამერიკული ცნობილი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ესოშეითედ პრესის“
(Associated Press)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამოცდილი და პროგნოზირებადი: ვლადიმერ პუტინს ამერიკის პრეზიდენტად ჯო ბაიდენი ურჩევნია’ (ავტორი - დევიდ სმიტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„რუსეთს ურჩევნია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს არჩევნებში, ვიდრე დონალდ ტრამპმა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. რუსი ლიდერის თქმით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპზე უფრო მეტად გამოცდილი და პროგნოზირებადი პიროვნებას წარმოადგენს -  მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კატეგორიულად არ ეთანხმება ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას.

ვლადიერ პუტინმა ეს კომენტარი 14 თებერვალს რუსეთის ფედერალური სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა, რომელშიც ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპს დაუპირისპირება.

არჩევნებს ფონად გასდევს რუსეთსა და დასავლეთს შორის გამწვავებული ურთიერთობა და ღრმა უთანხმოება თვითონ ამერიკის შიგნით იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ვაშინგტონი უკრაინას რუსეთის მიერ დაწყებულ ომში გასამარჯვებლად.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმჯობესია აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენი დარჩეს - იგი ძველი ფორმირების პოლიტიკოსია“, - უპასუხა ვლადიმერ პუტინმა კითხვას, რომელი კანდიდატი იქნებოდა უკეთესი რუსეთისთვის, - „მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, ვიმუშავებთ შეერთებული შტატების ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა”.

ვლადიმერ პუტინისგან ასეთი სიტყვები ჯო ბაიდენის იშვიათი ქებას წარმოადგენს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჯო ბაიდენი პუტინის მკაცრი კრიტიკოსია.

სხვათა შორის, ოთხშაბათს ღამით გამართულ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე, დონალდ ტრამპმა მოიწონა ვლადიმერ პუტინის კრიტიკა და თქვა: „პუტინი ჩემი ფანი არ არის“.

წყარო: https://apnews.com/article/russia-putin-biden-trump-fb2fece0be7685624a3e3e379a8a3bd3

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის