USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
Тбилиси
სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საჯარო კონკურსს აცხადებს
дата:  699

სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო აცხადებს საჯარო კონკურსს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.

სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სახელმწიფო გრანტის გაცემით საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.

„საგრანტო განაცხადი უნდა პასუხობდეს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:

დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა და ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები
საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრება
ეკონომიკური განვითარება
განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა
სპორტის განვითარება
შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა
თავდაცვა და უსაფრთხოება
რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
სოფლის მეურნეობა
იურიდიული და პროფესიული განათლება
შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა

საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი გრანტის მოცულობა თითოეული საგრანტო განაცხადისთვის არ უნდა აღემატებოდეს - 100 000 (ასი ათასი) ლარს.

საგრანტო პროექტის განხორციელების პერიოდი უნდა მოიცავდეს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 3 თვეს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოში და რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განსაზღვრულია სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სფეროში საქმიანობის განხორციელება.

❌ გარდა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა.

კონკურსით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2025 წლის 21 ივლისიდან 2025 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე - grants@sgma.gov.ge ან მატერიალური ფორმით სააგენტოს მისამართზე ქ.თბილისი, პავლე ინგოროყვას 7.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: info@sgma.gov.ge ან ტელეფონის ნომერზე: 0322 990900 (შიდა ნომერი - 2408 ან 2407)

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/RzErI“, - აცხადებენ სააგენტოში.

общество
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати