სროლა დედაქალაქის ცენტრში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი. თვითმხილველები, რომლებიც გოგებაშვილის ქუჩაზე, მომხდარს შეესწრნენ, ყვებიან, რომ სროლის შედეგად ერთი პირი მძიმედ დაიჭრა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სროლის ხმა დიდხანს გაგრძელდა.
თვითმხილველთა თქმით, დაპირისპირებაში 20-მდე პირი მონაწილეობდა. სროლას კი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა. სასწრაფო ადგილზე მომხდარიდან 15 წუთის შემდეგ მივიდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.