USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
თარიღი:  1917

ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს.

„კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში ქრებიან. და მერე კი ხედავთ ჩეკს.ჩემთან არ დაარეკინეს. აიუძლეს გადახდა! მე მერე გავიგე, ეგრევე პოლიციაში წასვლა შევთავაზე, მაგრამ აზრი არ აქვსო. უკვე მიდიან დღეს. მისამართი პეკინის 3.ამ ადამიანთან მქონდა საერთო გეგმები, ტურიზმში. სექტემბერში კიდევ აპირებდა ჩამოსვლას. ვერ დავითვლი რამდენი მეგობარი და ნაცნობი გამოუშვა საქართველოში.განიხილავდა ტექნოლოგიური ხაზით ინვესტირებას მომავალ წელს. და აგერ…კაცი ტიროდა. იმაზე კი არ ბრაზობდა მარტო რაც შეემთხვა, მთხოვდა ყველა გააფრთხილე აქ არ მივიდნენო. მაფიაააო…აი ასე ვკარგავთ ათასობით ტურისტს საქართველოში, ვიღაც ახვრების გამო!!!“, – წერს ალექსანდრე გიორგაძე.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის