USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და მოკრივეები ოლიმპიადისთვის ემზადებიან
თარიღი:  890
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქალაქ გორში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და მოკრივეები პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ბოლო მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფებიან.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ღირსებას გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) დაიცავენ. მოჭიდავეები შეკრებას საქართველოს ნაკრების წევრებთან და იტალიელ, პოლონელ, მოლდოველ და სომეხ სპორტსმენებთან ერთად გადიან. გორში ოლიმპიადის წინა მოსამზადებელ ვარჯიშებზე იმყოფებიან ცნობილი მოჭიდავეები ფრენკ ჩამიზო და გრეის ბულენი.
კრივში პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი იასპარეზებენ. სპორტსმენები ოლიმპიადისთვის ინტენსიურ მზადებას საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრებთან ერთად გადიან.
მოჭიდავეებისა და მოკრივეების ოლიმპიადისთვის მზადების პროცესს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული და დეპარტამენტის წარმომადგენელი ალექსანდრე კოპალიანი ესწრებოდნენ. შეკრებების მთავარი მიზანი პარიზის ოლიმპიადისთვის სპორტსმენების ტაქტიკურ-ტექნიკური მომზადებაა.
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის