USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
სპორტის სამინისტრომ საცხენოსნო კლუბების დათვალიერება-აღწერა დაიწყო
თარიღი:  930
კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით საცხენოსნო კლუბების დათვალიერება და მათი საჭიროებების აღწერა დაიწყო. სპორტის მინისტრმა პირადად მოინახულა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი, მამა იაკობის მიერ დაფუძნებული საცხენოსნო კლუბი „ხარება“.
სპორტის მინისტრმა საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ვადაჭკორიასთან ერთად დაათვალიერა კლუბის საჯინიბო და ეთნოგრაფიულ-კულტურული ნიმუშების გამოფენა; მიიღო ინფორმაცია კლუბის ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესახებ. მინისტრი გაეცნო კლუბის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მანეჟის მოწყობას, რათა სპორტსმენებსა და ცხენებს ნებისმიერ სეზონზე ჰქონდეთ სრულფასოვნად ვარჯიშის შესაძლებლობა.
კლუბის დამფუძნებელმა, მამა იაკობმა, გამოთქვა სურვილი, შეიქმნას რეგიონული მასშტაბის საცხენოსნო სკოლა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამეგრელოში ქართული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენა-შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში და ასევე ხელს შეუწყობს ოლიმპიური სპორტის სახეობის განვითარებას. ცხენოსნობის რეგიონულმა ცენტრმა უნდა შეიძინოს როგორც სწავლების, ისე შეჯიბრებების გამართვის ფუნქცია.
საცხენოსნო კლუბი ,,ხარება" 10 წლის წინ მამა იაკობის (ეხვაია) ინიციატივით დაფუძნდა და ამ დროისათვის 20 ცხენი ჰყავს. კლუბი მიზნად ისახავს ცხენოსნობის აღორძინებასა და განვითარებას, ქართული საცხენოსნო კულტურის შენარჩუნებას. დღემდე კლუბის სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალ შეჯიბრებაში - როგორც კლასიკურ, ასევე ხალხურ სახეობებში და ჰყავთ გამარჯვებულებიც.
ერთ-ერთი ბოლო დოღი, რომელშიც კლუბმა მონაწილეობა მიიღო და გამარჯვების მოპოვება შეძლო, ბახმაროს ტრადიციული დოღია, რომელშიც სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები მონაწილეობდნენ.
თეა წულუკიანმა კლუბისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარა მოსაზრება, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცედურა, რომ მიიღონ სამინისტროს მხარდაჭერა და შესაბამისი ხელშეწყობა აღუთქვა პროფესიული, სამოყვარულო და ტრადიციული ქართული ცხენოსნობის განვითარებაში.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის