USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კიკვიძის პარკში საზეიმო ღონისძიება გაიმართა
თარიღი:  999
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კიკვიძის პარკში საზეიმო ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ვიცე-პრეზიდენტი მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თხუთმეტზე მეტმა სპორტულმა ფედერაციამ. კიკვიძის პარკში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გასართობი თამაში და სპორტის სახეობა, კერძოდ:
• მაგიდის ჩოგბურთი;
• ბავშვთა სახალისო ფარიკაობა;
• ბავშვთა ძიუდო;
• სახალისო ხელბურთი;
• უშუ;
• ფრენბურთი, მაგიდის ფრენბურთი;
• ბეისბოლი;
• ამერიკული ფეხბურთი;
• ფრისბი;
• ბადმინტონი;
• მკლავჭიდი;
• ქართული ტრადიციული სახეობები;
• სამაგიდო თამაშები (ჭადრაკი, ნარდი, შაში, გო);
• მხიარული თამაშები ანიმატორებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილეებისთვის მასტერკლასი ჩაატარა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა მკლავჭიდში ლევან საგინაშვილმა.
„სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის“ 6 აპრილს აღინიშნება. ეს თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2013 წლის აგვისტოში დაადგინა, 2014 წლის 6 აპრილს კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ ღონისძიების აღნიშვნას.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის