USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Tbilisi
სპორტის მინისტრი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან მთამსვლელებს შეხვდა
Date:  1206

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან მოყვარულ ალპინისტებს: ავთანდილ ჩხიკვაძეს (86 წელი), თამაზ შარაშენიძესა (69 წელი) და ვაჟა ჩაგელიშვილს (80 წელი) შეხვდა.

შეხვედრაზე მყინვარწვერის ექსპედიციასა და ქართული ალპინიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. 25-30 აგვისტოს, ქართული ეროვნული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, 86 წლის ავთანდილ ჩხიკვაძის, ხელმძღვანელობით საქართველოს მოყვარული ალპინისტების რვაკაციანმა ჯგუფმა - ავთანდილ ჩხიკვაძე, თამაზ შარაშენიძე, ვაჟა ჩაგელიშვილი, ზურაბ ტაკიძე, გიორგი ბერიანი, დავით სალდაძე, ვასილ რევიშვილი, ლუკა კვარაცხელია - მყინვარწვერზე წარმატებული ექსპედიცია განახორციელა.

გარდა ამისა, სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართა.

მყინვარწვერზე მასობრივი ექსპედიცია 3-7 ოქტომბერს მოეწყო და მასში 30 მთამსვლელი მონაწილეობდა. ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით დამთავრდა.

წელს 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე ქართველთა პირველი ასვლიდან. ექსპედიციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს, 1923 წლის აგვისტოში - გიორგი ნიკოლაძის, ხოლო სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

tbilisi
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

See all
Survey
By the way