USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
სპეცოპერაცია ქუთაისში – დაკავებულია 7 ადამიანი, მათ შორის, ერთ-ერთი ბაზრის დირექტორი დააკავეს
თარიღი:  1340

ქუთაისში, სპეცოპერაციის შედეგად 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

დაკავებულთა შორისაა “ტაბახმელა 2023”-ის დირექტორი.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებიდან ერთს “ქურდული სამყაროს” წევრობას ედავებიან, დანარჩენების დაკავების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ქუთაისთან ახლოს, ბაზართან შპს “ტაბახმელა 2023”-სთან ჰქონდათ კავშირი.

ქუთაისში და მის მიმდებარედ ორი დიდი სასაწყობე აგრარული ბაზარია, დასაქმებულებთან დაკავშირებით კი ადმინისტრაციას შიდა კონკურენცია ჰქონდა და იქ მყოფი ადამიანების გადმობირება სურდათ. არსებული ინფორმაციით, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ე.წ. ნიკეას ბაზრიდან დასაქმებულებს ტაბახმელას ბაზარში გადასვლას აიძულებდნენ.

 

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის