USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Tbilisi
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველები ძალადობრივ დანაშაულებში ამხილა
Date:  700

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბათუმში მოქალაქის უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ძალადობის ჩადენის ფაქტზე, 2023 წლის 8 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსმა დეტექტივმა გ. ა.-მ, ქ. ბათუმში, წერეთლის ქუჩა №4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქოსდა პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით, უკანონოდ დააკავა და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანა მოქალაქე გ.ბ., რომელსაც ამავე განყოფილებაში, მისთვის სასურველი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ პოლიციის დეტექტივის დაკავების თაობაზე განჩინება გაიცა.

სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება) და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2023 წლის 17 იანვარს, დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დ.ჭ., რომელმაც 2022 წლის მაისისა და ივნისის თვეებში, ქალაქ ზუგდიდში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს. ასევე, დაზარალებულს და ცოლის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის (ოჯახში ძალადობა) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111-151-ე (მუქარა) მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარუდგინა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ხ.ლ., რომელმაც 2022 წლის დეკემბერში, მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, სამართალდამცავი დაზარალებულთან სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და უკანონოდ უთვალთვალებდა, რაც ამ უკანასკნელის გადაადგილების კონტროლში გამოიხატებოდა. მითითებული ქმედებების შედეგად, დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.

„საქართველოს პროკურატურამ, 2023 წლის 20 მარტს აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა) პირველი ნაწილით და 151'-ე მუხლის (ადევნება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეეფარდა და მოხდა მისი თანამდებობიდან გადაყენება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურად აგრძელებს არასათანადო მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, რომლის შედეგების და მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის“, -აცხადებენ უწყებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service

society
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way