USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
სოზარ სუბარი დასავლელ პარტნიორებს საყვედურობს - ისინი ითხოვენ, სასამართლო აღარ იყოს დამოუკიდებელი
дата:  567

უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ დასავლელი პარტნიორები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან ითხოვენ, სასამართლო არ იყოს დამოკიდებელი.

“თავდაპირველად რეფორმის მიმდინარეობის დროს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნა იყო, მაქსიმალურად დამოუკიდებელი ყოფილიყო სასამართლო პოლიტიკური ჩარევებისგან და ჰოი საოცრებავ, ახლა აღმოჩნდა, რომ სრულიად საპირისპიროს ითხოვენ ჩვენგან.

ითხოვენ, რომ სასამართლო აღარ იყოს დამოუკიდებელი და თვითკმარი ორგანიზმი და მაქსიმალური ჩარევა მოხდეს პოლიტიკური ნიშნით, მათ შორის არა მხოლოდ ერთი პარტიის მხრიდან, არამედ შეჯერებული, ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. მე ეს არ მგონია სწორი მიდგომა“, – განაცხადა სუბარმა “იმედთან” საუბრისას.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати