USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
სოზარ სუბარი - რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სისხლიანი და არაადამიანური ომის ფონზე, ქართული პარტიის (პატრიოტთა ალიანსი) რუსეთში წასვლა, ქართული და ცივილიზაციის ინტერესების გამყიდველობაა
თარიღი:  930

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

„ზოგადად, ინაშვილის პოზიცია მკაფიო იყო, ყოველთვის ამას აკეთებდა და მისი მსგავსი ქმედება მიუღებელი იყო, თუმცა დღეს, როდესაც, უკრაინაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი, სისხლიანი და არაადამიანური რუსეთის მიერ წარმოებული ომია, ამ ფონზე, ქართული პარტიის რუსეთში წასვლა, ქართული და ცივილიზაციის ინტერესების გამყიდველობაა“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის