USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
სოზარ სუბარი - "მარტო არ ვართ, აი, სოციალისტები თუ რაც ქვიათ, ევროპელი სოციალისტები"
Date:  672

უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ პარლამენტში ოპოზიცია შევა, რადგან ისინი ხალხმა აირჩია.

სუბარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოში მარტო არ არის.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვის გულისხმობს მარტო არ ყოფნაში, სოზარ სუბარმა განაცხადა - " აი, ის სოციალისტები თუ რაც ქვიათ, ევროპელი სოციალისტები".

"ზოგადად, არ არის კარგი, როდესაც ერთი პარტია ცალკე რჩება აპრლამენტში. დღეს ერთი პარტია აღარ ვართ, ვართ ორნი. შეიძლება, ხვალ იყოს სამი, ოთხი... ევროპელი სოციალისტების 4 დეპუტატი არის იმდენივე, რამდენიც გაიყვანა თითოეულმა პარტიამ თუ არ ჩავთვლით სააკაშვილს. რადგან ხალხმა მისცა ხმა, უკეთესია შემოვიდნენ. თუ არადა, დარჩებიან ქუჩაში", - განაცხადა სუბარმა რუსთავი 2-ის ეთერში.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way