USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
სოსო გოგაშვილი - ვადასტურებ მოსამართლე ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში მოყვანილ ზეწოლის ფაქტს, ეს განვახორციელეთ სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ
дата:  381

ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში მოყვანილ ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ, - ამის შესახებ სუს-ის ყოფილმა უფროსმა, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.

სოსო გოგაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა „რუსთავი 2“-ის საქმეზე „ოცნებისთვის“ სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო „მძიმე არტილერია“.

„ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ - სუსი. ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება - ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.

სუს-ში გამოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც მას დიდი ხანი იცნობდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება. შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიო ჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს.

რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს და თქვას ყველაფერი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით.

ასევე მოვუწოდებ შემსრულებელ ოფიცერს, რომელიც ისევ მუშაობს სუს-ში მაღალ თანამდებობაზე (ჩემი ინფორმაციით) - მეგობარო, დაიკავე ამჯერად მართლა სახელმწიფოებრივი პოზიცია, თქვი სიმართლე და ამხილე ბინძური სისტემა. ვიცი, რომ შენ ხარ პატრიოტი და ვიცი, რომ გინდა ემსახურო საქართველოს და არა პუტინის ოცნებას“, - წერს გოგაშვილი.

ცნობისთვის, ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე და მათთვის მოწყობილ „ქუჩურ გარჩევებზე“ ისაუბრა.

ალავიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შეთავაზება, რომ გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიეღო. თუმცა, ალავიძე აღნიშნულ საქმეებს არ ასახელებს.

„არაერთი მოსამართლე ყოფილა მათი მხრიდან დევნის ობიექტი, რომელსაც არასამართლიანად მოექცნენ ან აიძულეს განცხადება დაეწერა, ან სისტემიდან წასულიყო ან გადასულიყო დაბალი ინსტანციის სასამართლოში. ასეთი ფაქტები არათუ გაგებული, საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი. მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შემოთავაზება, რომ გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიმეღო. იყო თხოვნა, რომ ეს იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა ამგვარი შედეგის დადგომა, რასთან დაკავშირებითაც წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მათთან კონფლიქტი მომივიდა. მინდა ვთქვა, რომ მათი მხრიდან ამგვარ ჩარევებს არა „აკადემიური“ ხასიათი ჰქონდა, ვთქვათ - თქვენ ასე ხომ არ ფიქრობთ, ან იქნებ კანონში ასე წერია და შეცდომას უშვებთ, არამედ, ქუჩური წესებით საქმის გარჩევა, კაბინეტებში დაბარება, ძალიან ხმამაღალი ტონით და პირდაპირ მოწოდება, რომ უნდა დადგეს ამა თუ იმ საქმეზე, ესა თუ ის შედეგი“, - განაცხადა ალავიძემ.

ცნობისთვის, ბესარიონ ალავიძე 2017 წელს „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати