USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
სომხეთში სომხეთ-ამერიკული წვრთნები დაიწყო
თარიღი:  504

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მომზადების ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-სომხეთის ერთობლივი წვრთნები - Eagle Partner 2023 დაიწყო.

ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სომხური მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, წვრთნები სასწავლო ცენტრის „ზარ“-ის ტერიტორიაზე ტარდება და მიზანს სამშვიდობო დავალების შესრულების დროს კონფლიქტის მხარეთა შორის ურთიერთობების სტაბილიზაცია წარმოადგენს.

„წვრთნების მიზანი სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციების დარგში გამოცდილების გაზიარება და ასევე, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის „ოპერატიული პოტენციალის კონცეფციის“ გეგმური შეფასებისთვის სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის გაზრდაა“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანის განცხადებით, უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ადგილზე ( რუსეთზე) დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა. წლის დასაწყისში კი, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას განუცხადა, რომ თავის ტერიტორიაზე ამ ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებას მიზანშეწონილად არ თვლის. ცოტა ხნის შემდეგ კი, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის კვოტაზე უარი განაცხადა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის