USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
სომხეთში საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
дата:  232

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ბაღრამიანის გამზირი გადაკეტეს. მოქალაქეები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული ასამბლეის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.  მოქალაქეები „ნიკოლ მოღალატეს“ სკანდირებენ.

პროტესტი გამოიწვია სომხური ოპოზიციის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ პაშინიანი აპირებს აზერბაიჯანთან ახალი "მოღალატეობრივი" სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც, სავარაუდოდ სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და დაუშვებს კორიდორს ნახიჭევანამდე,
სწორედ ამიტომ, სომხური ოპოზიცია მოსახლეობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოვიდნენ ერევნის ცენტრში, დაიკავონ სამთავრობო შენობები, ჩაკეტონ ქალაქის შესასვლელ-გამოსასვლელები და ხელისუფლებას ჩამოაშორონ პაშინიანი,
უფრო ნაციონალისტი რადიკალები კი, პაშინიანის მოკვლით იმუქრებიან,
ამ წუთებში, სომხეთის პარლამენტის შენობის წინ, ათასობით ადამიანი იკრიბება, ისინი აპირებენ პაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას,
პარალელურად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, საზღვრის სამხრეთ მიმართულებით არ წყვეტს შეტევით მოქმედებებს,
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, უკვე მოახერხს,ზოგიერთ ადგილზე, საზღვრიდან სომხეთის სიღრმეში 8-10 კმ-ით შეჭრა,
ბოლო ინფორმაციით, აზერბაიჯანელები გეგმავენ შტურმს ქ.ჯერმუკზე.
დღეს საინტერესო მოსაზრება გააჟღერა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტინი ბლინკენმა, რომელმაც ივარაუდა, რომ რუსეთი საკუთარი ბერკეტების გამოყენებით ამწვავებს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობას, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, უკრაინიდან სხვა მიმართულებითაც გადაერთოს.
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати