USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
სომხეთში ნენსი პელოსიმ დაგმო აზერბაიჯანის „უკანონო“ თავდასხმები
дата:  239

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მკაცრად დაგმო, აზერბაიჯანის „უკანონო“ სასაზღვრო თავდასხმები სომხეთზე და დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტის მიმართ, იტყობინება Reuters.

ერევანში პელოსიმ თქვა, რომ მის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ, რომლის დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს“, - თქვა პელოსიმ და დაამატა: „ეს დაიწყეს აზერბაიჯანელებმა და ეს უნდა ვაღიაროთ“.

პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენდა სომხეთს მის თავდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ვაშინგტონს სურს დაეხმაროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში.

სომხეთში უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთი ხელმძღვანელობით სამხედრო ალიანს ОДКБ-ს პასუხმა, ერევნის დახმარების თხოვნაზე.

„ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა“, - უთხრა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა სომხურ ტელევიზიას.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати