USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა
Date:  421

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ მოიპოვა., „სამოქალაქო შეთანხმებამ“  ხმების 53.92 % მიიღო.

მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიან საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელსა მხარი ამომრჩეველთა 21.04%-მა დაუჭირა. მესამე ადგილს კი კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“ იკავებს, რომელმაც 5.23% მიიღო.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად შეძლებს.

 

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way