USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
სომხეთში არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და რამდენიმე ადამიანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით დააკავეს
თარიღი:  1418

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და რამდენიმე მისი თანამოაზრე ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაგრატ გალსტანიანმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად 2024 წელს მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“ დააარსა. მოძრაობის მიზანს ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენდა.

საქმის მასალების თანახმად, რამდენიმე ჩატარებული მიტინგისა და მსვლელობის შემდეგ, როცა არქიეპისკოპოსი დარწმუნდა იმაში, რომ კონსტიტუციური მეთოდებით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელი იყო, მან მთავრობის შეცვლის არაკონსტიტუციურ მეთოდებს მიმართა.

კერძოდ, ბრალდებულმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად 200-250 დამრტყმელი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა. თითო ჯგუფში 25 კაცამდე იქნებოდა გაწევრიანებული. ჯგუფებს ქვეყნის მასშტაბით უნდა მოეწყოთ „ტერორისტული აქტები“: კერძოდ, ცეცხლის წაკიდებით ქონების განადგურება, ათეულობით ავტოკატასტროფის ინსცენირება, სატრანსპორტო საშუალებებისთვის ცეცხლის წაკიდებით სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება, სტრატეგიული შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება, მათი დაკავება, ძაბვის გადამცემი სადენების დაზიანება და ა.შ.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არქიეპისკოპოსის გარდა დაკავებულები არიან აგრეთვე მოძრაობის წევრი დავით გალსტიანი, ბიზნესმენი ტიგრან გალსტიანი, პოლკოვნიკი მიგრან მახსუდიანი. ათეულობით სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.

სომხეთს საგამოძიებო კომიტეტმა ფარული აუდიოჩანაწერებიც გამოაქვეყნა, სადაც, როგორც ძალოვანი ორგანო ირწმუნება, ისმის, თუ როგორ გეგმავს არქიეპისკოპოსი თანამოაზრეებთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვადასხვა მოქმედებებს.

მომხდარს გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. როგორც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, სომეხმა სამართალდამცველებმა ქვეყანაში დესტაბილიზაცია აღკვეთეს.

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის