სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება, - ამის შესახებ განცხადებას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება Eagle Partner 2024 სომეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სომხეთში 15-24 ივლისს გაიმართება და იგი კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით, სამშვიდობო ამოცანების შესრულებას ითვალისწინებს.
„საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად, სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები Eagle Partner 2024, სომხეთში 15-დან 24 ივლისამდე გაიმართება. წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო პერსონალი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, Eagle Partner-ის პირველი სწავლება სომხეთში 2023 წელს ჩატარდა.
ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.
მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.