საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
სომხეთი-საქართველოს მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის გოლით გაიხსნა, 37-ე წუთზე კი სომხეთის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. პირველი ტაიმი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმში 37-წუთზე მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ შეხვედრა ქართველების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2024-25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის B1 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი 23 მარტს თბილისში გაიმართება და ორი მატჩის შედეგად გამარჯვებული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში ითამაშებს.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.