USD 2.6974
EUR 3.1398
RUB 3.3468
Тбилиси
სომხეთის საზოგადოებრივი რადიო - ერევანი გახდა მეორე საკონტეინერო ჰაბი სამხრეთ კავკასიაში
дата:  780

სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი საკონტეინერო კერა ფოთია, მეორე კი ერევანი. ამის შესახებ NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში სომხური მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია „აპავენის“ დირექტორმა გაგიკ აღაჯანიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა სრულად არის მზად, დაეხმაროს ბიზნეს სუბიექტებს ალტერნატიული მოხმარების ბაზრებზე შესვლაში.

ის დარწმუნებულია, რომ სომხეთი ძალიან სერიოზულად არის ინტეგრირებული საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში.

„ათი მსხვილი გლობალური კომპანიიდან შვიდი წარმოდგენილია სომხეთში. სხვათა შორის, ამ ათეულში რუსული კომპანიები არ შედიან. ეს პირობები შექმნილია და ამ ცვლილებებს რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – დასძინა აღაჯანიანმა.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი ქმნის შესაძლებლობას ტვირთების გადაზიდვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

„ჩვენი მეზობლების მისწრაფება, დაეტოვებინათ სომხეთი ალყაში მოქცეული, წარუმატებელი აღმოჩნდა. ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არის ალტერნატიული შესაძლებლობები, პრობლემა მხოლოდ პროდუქციის რაოდენობა და ხარისხია“, – განაცხადა მან.

წყარო:ge.armradio.am

 

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати