USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Tbilisi
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს ნოტა გადასცა სომხეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის თაობაზე
Date:  1068

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს ნოტა გადასცა რუსულ სახელმწიფო მედიაში და ოფიციალურ პირებს შორის სომხეთის ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებების თაობაზე.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანი ბადალიანმა აღნიშნა, რომ განცხადებაში გამოთქმულია მტკიცე პროტესტი რუსულ მედიაში სომხეთის მთავრობის წინააღმდეგ ღიად არამეგობრული, ხშირად მტრული პროპაგანდის მიმართ, რომელსაც აქტიურად ამყარებს ზოგიერთი თანამდებობის პირის, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების, მედიისა და ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებები.

ნოტაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების პირდაპირ ეთერში გაჟღერებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და სომხეთის ხელისუფლების საქმიანობაზე თავდასხმები სრულიად მიუღებელია და იწვევს სომხეთსა და რუსეთს შორის უმაღლეს დონეზე განხორციელებული ბოლო ვიზიტების პოზიტიური შედეგების განეიტრალებას.

„ამგვარად, მსგავსი განცხადებები არათუ აბსურდულია, რადგან გაუგებარია, როგორ და რატომ ითვლება სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება არამეგობრულ ნაბიჯად, არამედ წარმოადგენს სომხეთის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას. მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მსგავსი საინფორმაციო პოლიტიკა მიზანმიმართულად ტარდება სომხეთში დემოკრატიის, კანონიერებისა და კონსტიტუციური წყობის შელახვის მიზნით“, - აღნიშნეს სომხეთის საგარეო უწყებაში.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way