USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში
дата:  909

დღეს საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის პრემიერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

დღესვე ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორიგ გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორეს შეხვდა.

Картинки по запросу "სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში"სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

 შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

 საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 მისი თქმით, საერთო ღირებულებები და ისტორიული მემკვიდრეობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

 „პირადად მინდა ჩემი და სომხური დელეგაციის სახელით მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის, ბედნიერი ვარ ამ საშუალებისთვის. მრავალჯერ აღმინიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის ყველა წინაპირობა არის. ეჭვგარეშეა, რომ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას ეფუძნება, მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას. კმაყოფილებით ვაფიქსირებ, რომ დღეს ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომელიც ჩვენს მეგობრობას განუყოფელს ხდის და კიდევ უფრო აძლიერებს თანამშრომლობის ჩვენს მისწრაფებას. უპირველეს ყოვლისა, ეს დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლის აშენების, ჩვენი ხალხების საერთო ხედვაა, რაც წარუშლელია ჩვენში და რწმენის ძალა აქვს. მართლაც, დემოკრატიის გამარჯვებამ და კანონის უზენესობის დამკვიდრებამ ახალი ჰორიზონტები გაშალა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გასაფართოებლად“,-განაცხადა ფაშინიანმა.

 შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას მისი მოწვევის მიღებისა და ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე გამახვილა ყურადღება.

 საუბრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ინტენსიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის.

ასევე, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს და აქტიურ თანამშრომლობას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და სხვა.

 „შევთანხმდით, რომ მიუხედავად ჩვენ ორ ქვეყანას შორის საგარეო ორიენტაციებისა, შეუძლებელია იყოს რაიმე გაუგებრობა ან გაურკვევლობა და ჩვენ მეგობრულ, კეთილმეზობლურ ჭრილში ვაგრძელებთ თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგასთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მან სომხეთის პრემიერ - მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ თბილისში, საქართველოში. მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობა ათასწლოვან ისტორიას მოითვლის და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური იყოს. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ვიზიტის გამო, რომელიც ერევანში შედგა. ჩვენ ამ ვიზიტის შედეგებზე უკვე ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ დღევანდელი ვიზიტიც იქნება კიდევ უფრო ეფექტური იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები უფრო განვითარებულები იყვნენ, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.“- აღნიშნა გიორგი გახარიამ

 შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არის მათი სურვილი და ქვეყანა ამ მიმართულებით ურყევ გზას ადგას.

 Картинки по запросу "სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში"სომხეთის მთავრობის მეთაურის განმარტებით, რეგიონალური საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და მას ალტერნატივა არ აქვს.

„დღეს ჩემსა და გიორგი გახარიას შორის გამართული მოლაპარაკებები გასული წლის ოქტომბერში, ერევანში გამართული მოლაპარაკებების გაგრძელებაა. სიხარულით გავუსვით ხაზი, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გასული წლის ივნისში ერევანში ჩატარდა მთავრობათშორისი სხდომა. ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის ადა სხვადასხვა სფეროების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას. საუბარია არა მხოლოდ სახმელეთო მარშრუტებზე, არამედ ელექტროენერგეტიკულ და ტელეკომუნიკაციურ კავშირებზე. მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს, განათლებასა და მეცნიერებას ეხება. ხაზი გაესვა ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გამყარებას, ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების კავშირის გაძლიერებას. შევეხეთ რეგიონალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობას.

ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტორია. მინდა ღრმა რწმენა გამოვხატო, რომ რეგიონალური საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და მას ალტერნატივა არ აქვს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურებები და ამ თვალსაზრისით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებას. სომხურ-ქართული ტრადიციული ურთიერთობების გამყარების კონტექსტში ხაზს ვუსვამ მნიშვნელოვან ღვაწლს მის განვითარებაში. მადლიერი ვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებისთვის ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის“,-განაცხადა ფაშინიანმა.

 შემდეგ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვდა.

 როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ და სომხეთმა ერთად უნდა იზრუნოს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და სომხეთის პრემიერმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველო - სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

,,ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“, - აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის და  სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა.

 შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობები და კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს, დაახლოებით 40 წუთს გრძელდებოდა.

 "სომხეთის მხარდაჭერა, მეგობრული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე დავუდასტურეთ ერთმანეთს მზადყოფნა ამ თანამშრომლობის მომავალშიც გაგრძელებაზე. ჩვენს ქვეყნებს და მოქალაქეებს შორის არის ძალიან აქტიური ურთიერთობები. იზრდება ტურიზმი, ეკონომიკური აქტივობა და პოლიტიკურ ლიდერებს შეგვიძლია მომავალში კიდევ უფრო მეტის გაკეთება ამ მიმართულებით.

ვისაუბრეთ ასევე, კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კოორდინაციაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა კმაყოფილება ამ თანამშრომლობის დონის და მისი ინტენსივობის გამო. ვფიქრობ, პრობლემები, რომელიც არის რეგიონში, საჭიროებს ნამდვილად კარგ პოლიტიკურ კოორდინაციას და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Картинки по запросу "ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პატრიარქთან"დღის ბოლოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.

 „სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა უსურვა და ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების იმედი გამოთქვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და საქართველოს ეკლესიები ძველებურად ძმურ ურთიერთობას შეინარჩუნებენ.

 „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთკავშირის მომავალ განვითარებას დაეხმარება. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს სირთულეები ჩვენ უნდა გადავლახოთ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთკავშირი ჩვენს ეკლესიებს შორის ძველებურად ძმური იქნება და ჩვენი ეკლესიები ხელს შეუწყობს ურთიერთკავშირის განვითარებას ჩვენს ერებსა და სახელმწიფოებს შორის“,- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.

 სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати