USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
სომხეთის პრემიერ-მინისტრი დსთ-ს სამიტზე დასწრებას არ აპირებს
дата:  475

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ბიშკეკში დაგეგმილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტს ვერ დაესწრება, - ინფორმაციას რუსული მედია ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით გაიმართა და პოლიტიკოსებმა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს მოახლოებული შეხვედრა, განიხილეს, რომელიც ბიშკეკში, 13 ოქტომბერს იმართება.

„საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სინანულით გამოაცხადა, რომ რიგი გარემოებების გამო, დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, - აცხადებენ ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати