USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
სომხეთის დედაქალაქში მოქალაქეები მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აპროტესტებენ
თარიღი:  622

სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზში მომიტინგეები შეიჭრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებს მომიტინგეებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, ონიკ გასპარიანთან შეხვედრას ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეების დიდი ნაწილი სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის წინაცაა შეკრებილი. ზოგიერთი მედია საშუალება ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეების ნაწილი სამთავრობო შენობაში შეიჭრა.

ერევანში შეკრებილმა დემონსტრანტებმა სომხეთის პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს სცემეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას Interfax-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ედუარდ აღაჯანიამა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სპიკერი დაშავებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ მირზოიანს ოპერაცია უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერევანში შეკრებილმა მომიტინგეებმა მირზოიანი ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და სცემეს.

მოქალაქეები მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად მოაწერა ხელი.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის