USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
სომხეთი დამარცხებას აღიარებს
თარიღი:  713

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოსახლეობას Facebook-ის პირდაპირ ეთერში მიმართა და თავისი გადაწყვეტილება განმარტა.

ფაშინიანის თქმით, მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ფრონტზე შექმნილი სიტუაციის და იმ ადამიანების შეფასების საფუძველზე მიიღეს, რომლებიც სამხედრო სიტუაციას ყველაზე კარგად იცნობენ.

„ახლა ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე. ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ არ დავაყენო ბევრი ადამიანის სიცოცხლე. ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს სამხედრო მოქმედებებზე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამასთა, სომხეთის პრემიერმა მკაცრად გააკრიტიკა დემონსტრანტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ და პარლამენტის სპიკერს ცემეს. მისი თქმით, ასეთი ქმედებებით აქციის მონაწილეები დარტყმას იმ სამხედროებს აყენებენ, ვინც ამ დრომდე ფრონტის ხაზზე არიან. მოძალადეებს ფაშინიანი პასუხისმგებლობაში მიცემით, მდიდარ მაღალჩინოსნებსა და ოლიგარქებს კი, რომლებიც მისი თქმით, ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობენ, ქონების ჩამორთმევით ემუქრება.

მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.

იგივე მიზეზი მოყავს არგუმენტად არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერ  არაიკ არუთუნიანის.

არსებული მძიმე მდგომარეობის, სამომავლოდ დიდი ადამიანური დანაკარგისა და არცახის სრულად დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობა გავეცი, - ნათქვამია მის  განცხადებაშია, რომელიც არაიკ არუთუნიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, სომხეთის პრემერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად საომარ მოქმედებებს მთელი დღის განმავლობაში განიხილავდა.

„ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ დაღუპულთა ოჯახის წევრების და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩვენ კიდევ გვექნება დრო ჩვენი დაღუპული გმირების ნათესავებთან დიალოგისთვის“, - აცხადებს არუთუნიანი.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის